აღმოაჩინეთ სილამაზის ახალი დონე
სილამაზის ცენტრი ფოში არის ქართული კომპანია, რომელიც 03.03.2024 წელს გაიხსნა, თუმცა უკვე მოახერხა ქართველი საზოგადოების გაოცება. სილმაზის ცენტრში გაერთიანებულია ესთეტიკური და სალონური მომსახურებები:
-
კოსმეტოლოგია
-
მასაჟი & სპა
-
ეპილაცია
-
წარბ-წამწამის მოვლა
-
თმის მოვლა
-
ფრჩხილის მოვლა
გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით.
-
რამდენი ხანი მუშაობდით ამ პროექტზე?
-
პროექტი დაიწყო 2023 წლის აპრილში, ხოლო ცენტრის საზეიმო გახსნა იყო 2024 წლის 3 მარტს. დიდი ხანი დაგვჭირდა ყველაფრის იდელურად შესაქმნელად, თუმცა მაინც შევქმენით ყველასთვის იდეალური გარემო. ჩვენი მთავარი მიზანი და სლოგანია „ ისე მოვექცეთ ყველა მომხმარებლებს, როგორც გვინდა რომ ჩვენ მოგვექნენ“ , რის გამოც ყველა დეტლის დაგეგმვა და განხორციელებამ ძალიან დიდი დრო მოითხოვა.
-
რატომ მაინც და მაინც სილამაზის ცენტრი ფოში?
-
უპირველეს ყოვლისა პირველ ადგილზე დგას ხარისხი, სისუფთვე და სტერილიზაციის ნორმების დაცვა. ადგილზე გვაქვს სასტერილიზაციო სივრცე, სადაც დაცულია სრულყოფილი მაღალი სტანდარტები. ჩვენს ცენტრში გამოყენებული ყველა სახარჯო მასალა არის ერთჯერადი, რომელიც იხსნება მომხმარებლის თანდასწრებით. ასევე ვიყენებთ უახლეს აპარატურას და უმაღლესი ხარისხის მასალას. ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას და უსაფრთხოების ყველა ნორმას, რაც გარანტია მომხმარებლისა და პერსონალის ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ყველა ვიზიტორს დაგხვდებათ ლამაზი, კომფორტული და უსაფრთხო გარემო.
-
და ბოლოს თქვენ როგორც ახალი გახსნილი კომპანია რა არის თქვენი მომავლის გეგმები?
-
საზოგადოებას გვინდა დავანახოთ და დავარწმუნოთ ჩვენი მაღალი ხარისხის სერვისით, რომ კომპანია იმსახურებს მხოლოდ საუკეთესოს. ბიუთი ცენტრ ფოშმა მოკლე დროში უამრავი მეგობარი შეიძინა. ასევე დაგვიმეგობრდით, გამოგვყევით სოციალურ ქსელებსა და საიტზე, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი სიახლეები.
ბიუთი ცენტრი ფოში ყველა მომხმარებელს ელოდება სიურპრიზი და ექსკლუზიური შეთავაზებები.
გელოდებით.

-
რატომ გაჩნდა ბაზარზე ბიუთი ცენტრი ფოში?
-
ამასთან დაკავშირებთ შემოგთავაზებთ ინტერვიუს მის დამფუძნებელთან მაკა დალაქიშვილთან.
-
ქ.მაკა თუ შეიძლება მოგვიყევით როდის, რატომ და როგორ დაიბადა იდეა სილამაზის ცენტრის შექმინს შესახებ?
-
სილამაზის ცენტრი ფოშის იდეა პირველად 3 წლის წინ დაიბადა. საკუთარი გამოცილებით, პირადად მე როგორც ქალბატონი ხშირი სტუმარი ვიყავი მრავალი ესთეტიკისა და სპა ცენტრის, შესაბამისად მიწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რაც დღევანდელი მოცემულობით არც თუ ისე მარტივია. შესაბამისად გადავწვიტე მომეძებნა მრავალპროფილური სილამაზის ცენტრი, სადაც საუკეთესო გუნდი დამხვდებოდა და ყველა მომსახურეობას მივიღებდი ერთ სივრცეში. სამწუხაროდ მინდა გაგიზიაროთ, რომ ასეთი ცენტრის პოვნა ძალიან რთული აღმოჩნდა. სწორედ აქედან გაჩნდა იდე რომ შემექმნა სივრცე სადაც ყველა ხარისხიანი მომსახურეობა იქნებოდა ერთ სივრცეში.
-
როდის დაიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა?
-
პროექტზე ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ 2022 წლის ბოლოს. ჩვენი მიზანი იყო ლოკაციურად თბილისის ყველა უბნიდან ყოფილიყო მარტივად მისასვლელი, როგორც ავტომობილით ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ვარჩევდით წყნარ, მშვიდ და ლამაზ გარემოს და სწორედ ეს ადგილი აღმოვაჩინეთ წერეთლის გამზირზე, არჩილ ქურდიანის 18.
