top of page

ტუჩის აუგმენტაცია

1 h
From 350 Georgian laris
არჩილ ქურდიანის ქუჩა

ინფორმაცია პროცედურის შესახებ

ტუჩის აუგმენტაცია (მოცულობის გაზრდა) ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომელსაც ქალბატონები ნებისმიერ ასაკში იტარებენ. რაც შეეხება ტუჩის ასიმეტრიას, ის ძირითადად 30 წლის შემდეგ იჩენს თავს და შესაბამისად სასურველია მისი დროული კორექცია. პროცედურა გულისხმობს ტუჩის ფორმის მოცულობის გაზრდას ან/და არსებული ასიმეტრიის კორექტირებას, კონტურის მოდელირების გზით. ყველა ტუჩი ერთმანეთს არ უნდა გავდეს, ამიტომ უნდა განისაზღვროს სახის პარამეტრების მიხედვით, თუ რა მოცულობის ტუჩი მოუხდება თქვენს სახეს. პრობლემურ არეში კეთდება მიკროინექციები ჰიალურონის მჟავის შემცველი ბიოთავსებადი პრეპარატის გამოყენებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო და შეუცვლელ პრეპარატს წარმოადგენს. ტუჩის ზონის მგრძნობელობიდან გამომდნარე პროცედურა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და გრძელდება 15-40 წთ. პროცედურის შემდგომ შესაძლოა იყოს მცირე სიწითლე და შეშუპება, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში ქრება. პროცედურის საბოლოო შედეგის სანახავად ერთი სრული დღე არის საჭირო. პაციენტი პროცედურის დამთავრებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


საკონტაქტო ინფორმაცია

  • 18 არჩილ ქურდიანის ქუჩა, Tbilisi, Georgia

Contact

working hours

Monday - Sunday:

11:00 - 21:00

Contact us

Address

500 88 88 60
info@posh.ge

A. Kurdiani 18
Tbilisi

გმადლობთ შეტყობინებისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page